ჭადრაკი


 რა არის ჭადრაკი?

ჭადრაკი ერთ-ერთ უძველესი ინდელექტუალური თმაში, რომელიც აზროვნებისა და  ლოგიკის განვითარების ძალიან კარკ შესაძლებლობას იძლევა და რომელშიც ერთმანეთთან ორგანულადაა შერწყმელი ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები.


განურჩევლად იმისა, ცოტა ხნის წინ  ლაზიერის გამბიტი ნახეთ და ამან გაგიჩინათ ჭადრაკისადმი ინტერესი თუ, უბრალოდ, უკვე დიდი ხანია, ჭადრაკის სწავლა გსურთ და საწველი  ვერ დაადგით, ეს პატარა გზამ კვლევი შეეცდება, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად აგიხსნით ჭადრაკის წესები და მოგცეთ თამაშის დასაწყებად საჭირო ცოდნა.


                                                                                    ჭადრაკის ისტორია 

ჭადრაკი ინდოეთში, მკვლევარების აზრით, VI საუკუნეში გამოიგონეს. მისი შექმნის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა:
ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი. მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა. რაჯა დიდად კმაყოფილი დარჩენილა ნაბოძები თამაშით, მოსწონებია ჭადრაკში ჩაქსოვილი ბრძოლის სიბრძნე.
— რით დაგასაჩუქრო კარგი თამაშის გამოგონებისათვის? — უკითხავს რაჯას.
— მინდა, რომ იმდენი ხორბლის მარცვალი მომცეთ, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის სათამაშო დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე ორს, მესამეზე — ოთხს, მეოთხეზე — რვას, მეხუთეზე — თექსვმეტს, მეექვსეზე — ოცდათორმეტს და ასე შემდეგ (გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით).
   რაჯას გასცინებია — საწყალ კაცს მოშიებიაო და ბრძანა დაეთვალათ და მიეცათ სინისთვის კუთვნილი მარცვალი. გამოვიდა, რომ სინს ეკუთვნოდა 18.446.744.073.709.551.615 ცალი მარცვალი (თვრამეტი კვადრილიონ ოთხასორმოცდაექვსი ტრილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ბილიონ სამოცდაცამეტი მილიარდ შვიდასცხრა მილიონ ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) აგრეთვე მოახსენეს რაჯას, რომ ამ რაოდენობის მარცვალი დედამიწას ხუთ სანტიმეტრიანი ფენით დაფარავდა და გადასაზიდად ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა.
ინდოეთში მოგონილ თამაშს ჩატურანგა ერქვა. შემდეგ ის სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს და მათთვის ახალ თამაშს შატრანჯი უწოდეს. არაბებმა მაშინ მთელი ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთიც კი დაიპყრეს. არაბების მიერ შეტანილმა შანტრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი. XI საუკუნეში თამაშს ევროპაც გაეცნო და სათნადო გავრცელებაც ჰპოვა. XI-XII საუკუნეებში ჭადრაკმა ევროპაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ იგი შეტანილი იყო რაინდული აღზრდის პროგრამაში. ჭადრაკი ნახსენებია იმდროინდელ ისეთ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორებიცაა: ,,სიმღერა როლანდზე’’, ,,ტრისტან და იზოლდა’’, ,,რომანი ვარდზე’’ და სხვა.

 

1. დაფა, ფიგურები და სვლები 

 


                                                                               წყარო
 

როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ, ჭადრაკის დაფა მუქი და ღია ფერის 64(8x8-ზე) უჯრისგან შედგება. მოთამაშეებს შორის დაფის დადებისას ორივე მოთამაშისთვის ქვედა მარვენა კუთხეში აუცილებლად უნდა იყოს თეთრი უჯრა.

ფიგურები ლაგდება დაფის პირველ ორ ხაზზე. მეორე ხაზს მთლიანად ავსებენ პაიკები, პირველ ხაზზე კი დაფის ორივე გვერდის კუთხიდან ცენტრისკენ განელაგებიან ეტლი, მხედარი და კუ ამავე თანმიმდევრობით. დარჩენილი ორი ცენტრალური უჯრიდან ლაზიერი იდება მისივე ფერის უჯრაზე, ხოლო მეფე — მეორეზე.


                                                                                                                                                                                                         წყარო



 ჭადრაკი ორ მოთამაშეს შორის მიმდინარეობს და თამაშის დასაწყისში ორივეს ჰყავს საკუთარი მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი. თამაშს ყოველთვის იწყებენ თეთრები (თუ ვინ რომელი ფერი იქნება, ეს მონეტის აგდებით ან ოპონენტის ხელში დამალული პაიკის ფერის ამოცნობით წყდება), შემდეგ კი მოთამაშეები მონაცვლეობით ახორციელებენ სვლებს. მოთამაშეს ერთ სვლაზე მხოლოდ ერთი ფიგურის გადაადგილება შეუძლია (გამონაკლისია როქი, რომელსაც მოგვიანებით ავხსნით). 

თუკი მოთამაშის ფიგურა გზად მეტოქის ფიგურას ხვდება, ის მას იყვანს (კლავს) და აყვანილი ფიგურა დაფიდან გადის, სვლა კი მთავრდება. ყველა ფიგურა იყვანს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც შეუძლია გადაადგილება (გამონაკლისია პაიკი, რომელსაც მოგვიანებით ავხსნით). მოთამაშეებს არ შეუძლიათ საკუთარი ფიგურების აყვანა ან სხვა ფიგურის მათი გავლით გადაადგილება.


                                                                     2. პაიკი


                                                    წყარო



                                                        წყარო


პაიკი ჭადრაკის ყველაზე მარტივი და, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფიგურაა, თუმცა, სინამდვილეში, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

პაიკებს მხოლოდ ვერტიკალურად და წინ შეუძლიათ გადაადგილება — სხვა ფიგურებისგან განსხვავებით, რომლებსაც უკან დაბრუნებაც ძალუძთ. კონკრეტული პაიკით პირველი სვლის განხორციელებისას მისი წინ წაწევა შეგიძლიათ ერთი ან ორი უჯრით, თუმცა ამის შემდეგ თითოეულ სვლაზე მისი წინ წაწევა მხოლოდ ერთი უჯრითაა შესაძლებელი.

ვერტიკალურად გადაადგილების მიუხედავად, პაიკებს მეტოქის ფიგურის აყვანა მხოლოდ დიაგონალურად შეუძლიათ. ანუ, ვთქვათ, თუ პაიკს წინ თავისუფალი სივრცე აქვს, მას შეუძლია, წინ წაიწიოს, თუმცა თუ მეტოქის ფიგურა უდგას პირისპირ, მას ვერ აიყვანს. ფიგურის ასაყვანად ის ერთი უჯრის დაშორებით უნდა იდგეს დიაგონალურად.

პაიკის გარდასახვა

თუკი პაიკი მოახერხებს, დაფას ბოლომდე გაივლის და მის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდება — ანუ მეტოქის პირველ ხაზზე — ის გარდაისახება და ხდება სხვა ნებისმიერი ფიგურა, მეფის გარდა: ეტლი, მხედარი, კუ ან ლაზიერი (არ აქვს მნიშვნელობა, სხვა მსგავსი ფიგურები ცოცხალია თუ არა). თამაშში შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება პაიკების გარდასახვა.

3. კუ და ეტლი





კუ (პირველი სურათი) ნებისმიერი რაოდენობის უჯრით გადაადგილდება დიაგონალურად, ოთხივე მიმართულებით.

ეტლი (მეორე სურათი) ნებისმიერი რაოდენობის უჯრით გადაადგილდება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, ოთხივე მიმართულებით.

4. მხედარი




მხედარი ჭადრაკის ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც სხვა ფიგურებზე "გადახტომა" შეუძლია. სხვა ფიგურებისგან განსხვავებით, მხედარს გზა არ ებლოკება, თუკი მასა და მის საბოლოოდ დანიშნულებას შორის საკუთარი ან მეტოქის ფიგურებია განლაგებული.

მარტივად თუ ვიტყვით, მხედარს L ფორმის მიმართულებით შეუძლია მოძრაობა. ის გადაადგილდება მისგან ოთხივე შესაძლო მიმართულებით, ამ კანონზომიერებით: ორი უჯრა წინ და ერთი გვერდით.

მართალია, მხედარს გზად სხვა ფიგურები არ აბრკოლებენ, მაგრამ მას არც მათი აყვანა შეუძლია: ის მეტოქის ფიგურას იყვანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ფიგურა მისი საბოლოო დანიშნულების უჯრაზეა განლაგებული.

                                                                                                                                                      5. ლაზიერი




ლაზიერი, ანუ დედოფალი, ჭადრაკის ფიგურებს შორის ყველაზე ძლიერი და მოქნილია. ის კუსა და ეტლის მოძრაობებს აერთიანებს: მას შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილდეს — დიაგონალურად, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად — ნებისმიერი რაოდენობის უჯრით.

შენიშვნა: შეგახსენებთ, რომ ლაზიერები თამაშის დასაწყისში მათი შესაბამისი ფერის უჯრაზე თავსდება, თეთრი თეთრზე და შავი — შავზე.

                                                6. მეფე







მეფე, მისი სახელის მიუხედავად, საკმაოდ შეზღუდული და მოწყვლადი ფიგურაა, თუმცა — ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ საკუთარი მეფის დაცვასა და მეტოქის მეფისთვის შეტევაზეა აგებული მთელი ჭადრაკი.

მეფეს ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია გადაადგილება, ოღონდ მხოლოდ ერთი უჯრით. თუმცა, გარდა ამისა, მეფე ვერ გადავა იმ უჯრაზე, რომელსაც მეტოქე უტევს (ანუ რომელზეც მეტოქეს შეუძლია ფიგურის აყვანა).

                                            7. ქიში




როგორც უკვე ვთქვით, მეფე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და მეტოქის მიზანია, სწორედ მასზე მიიტანოს შეტევა. ჭადრაკში "ქიში" ეწოდება ისეთ მდგომარეობას, როდესაც მეტოქის ფიგურა ისეთ პოზიციაზეა, საიდანაც შეუძლია, შემდეგ სვლაზე მეფეს შეუტიოს.

ქიშის ქვეშ ყოფნის დროს მოთამაშის სვლები შეზღუდულია: მან აუცილებლად უნდა გააკეთოს ისეთი სვლა, რომელიც მეფეს ქიშისგან დაიცავს. მაგალითად, როგორც მეორე სურათზე ხედავთ, გაწიოს მეფე (სურათზე ამის გაკეთება მარცხნივ შეიძლება); აიყვანოს მეტოქის ის ფიგურა, რომელიც მის მეფეს ემუქრება (სურათზე ამის გაკეთება მხედარს შეუძლია); ან ქიშს ჩააფაროს სხვა საკუთარი ფიგურა (სურათზე ამის გაკეთება კუს შეუძლია).

                                            8. შამათი



თუ მეფე ქიშის ქვეშაა და არ შეუძლია მისგან თავის დაღწევა — ანუ ვერც თვითონ მეფე გაიწევა, ვერც რომელიმე ფიგურა ჩაეფარება ქიშს და ვერც იმ ფიგურის მოკვლა ხერხდება, რომელიც ქიშს აკეთებს — მაშინ ეს არის შამათი და თამაში სრულდება.

მაგალითად, ზედა პირველ სურათზე თეთრების სვლაა. თეთრების ლაზიერს შეუძლია, ერთ სვლაში დააშამათოს შავების მეფე, რასაც აკეთებს კიდეც. მეორე სურათზე ხედავთ, რომ ლაზიერი მეფეს ქიშით ემუქრება და არ აძლევს გადაადგილების საშუალებას, თვითონ კი მხედრის მიერაა დაცული, ამიტომ მეფე მას ვერ იყვანს. თამაში მთავრდება თეთრების გამარჯვებით.



No comments:

Post a Comment

მთავარი

  ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ სხვებს გავაცნოთ სპორტის მნიშვნელობა, და საინტერესო ინფორმაცია. სპორტი არის ფიზიკური ვარჯიშების სხვადასხვ...